დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, “ნებისმიერი შეკრება, თუ არ ვიცავთ წესებს ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას.“ ამის შესახებ მან აჭარის მაუწყებლის ეთერში ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„რომ ვთქვა არ უწყობს ხელს, ვინმე დამიჯერებს ჭკუათმყოფელი? რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეკრება, რა მნიშვნელობა აქვს მიტინგზე იქნება თუ ქორწილში შეიკრიბება ადამიანი, თუ წესებს არ ვიცავთ, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ნებისმიერი შეკრება. ამიტომ დავიცვათ ის წესები… თხოვნაა დაიცვან წესები და ისე შეიკრიბონ… სტატისტიკის დაწევას ქვემოთ კი არ ჩამოვა, ჩვენ ამის იმედი ჯერ არ უნდა გვქონდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ძალიან არ ავაწიოთ“ – განაცხადა იმნაძემ