ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს იქნება საზეიმო დახვედრა მაიკ პომპეოს მიმართ” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს, 17 ან 18 ნოემბერს, ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს. ამის შესახებ მან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

უგულავას განმარტებით, აქციის ფორმატი და ლოკაცია იქნება განსხვავებულია და ამასთან არ იქნება პოლიტიკური სიტყვით გამოსვლები.

“17 ან 18 ნოემბერს ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას, ბუნებრივია ეგ იქნება პირველ რიგში ტოტალური გაყალბებისკენ მიმართული აქცია და მეორე ერთგვარი საზეიმო დახვედრა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მაიკ პომპეოს მიმართ. აქციის ფორმატი და ლოკაცია განსხვავებული იქნება, აქ არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები, იქნება სტიკერები დაკრული და სოციალური დისტანცია დაცული. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოვიდეს, დააწებოს, დადგეს და თქვა ერთდაერთი სიტყვა – გაყალბებულია.

ჩვენ ერთის მხრივ ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და ამავე დროს ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი მესიჯი არ არსებობს, მეტი პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება. იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა საზოგადოების უდიდესი ნაწილის, ერთი მესიჯით, რომ არჩევნები გაყალბებულია და ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ მეგობარ პარტნიორს“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისათვის, მაიკლ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვევა.

იტვირთბა....