ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვეულებრივ ჩვენ გვაქვს მხოლოდ პარაცეტამოლი, სხვა წამალი არ მოგვეპოვებაო” – კოვიდინფიცირებული

“მთავარი არხის” ეთერში ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აცხადებს, რომ სიმპტომების დამძიმების მიუხედავად, მასთან ექიმი არ ყოფილა.

მისივე თქმით, ექიმები მას ეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ პარაცეტამოლით მკურნალობენ.

“ექიმს რომ ვურეკავდი – ჰაერი არ მყოფნის, თავი მტკივა, წნევის გაზომვა მინდა, წნევის გასაზომად მე ვერ ამოვალო, არ მაქვსო უფლებაო. ჩვეულებრივ ჩვენ გვაქვს მხოლოდ პარაცეტამოლი, სხვა წამალიო არ მოგვეპოვებაო, თქვენ უნდა გქონდეთ სხვა წამალიო. შევედი საპირფარეშოში და დავკარგე გონება. დედას შეეშინდა ძალიან და დარეკა, სასწრაფო და პოლოცია ერთად მოვიდა. ყველა იმას მეუბნებოდა, რომ ძაან კარგად ხარ და არაფერი არ გჭირსო” – ამბობს კოვიდინფიცირებული.

იტვირთბა....