ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის აქტიური შემთხვევებიდან 652 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსის 16 887 აქტიური შემთხვევიდან 652 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 317 თბილისში მკურნალობს, 159 იმერეთში, ხოლო 103 – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 329 ინფიცირებული იმყოფება, 162 – თბილისში, 90 – აჭარაში. როგორც ირკვევა, საავადმყოფოებში სულ 4 918 ადამიანი მკურნალობს, 3 311 ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 8 658 – ბინაზე.

12 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 69 681 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 52 169 გამოჯანმრთელდა, 599 კი გარდაიცვალა. სულ 16 887 აქტიური შემთხვევაა.

იტვირთბა....