მთავარი ციტატა

“მე პირადად დავიღალე, გამოდის, ამ ხალხს ვატყუებ”- გრიგოლ ვაშაძე

“საქართველოს მოქალაქე ხედავს, რომ რევოლუციის ტალღის გარეშე ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია. რა დემოკრატიის მხარდაჭერაზე ვლაპარაკობთ, რა პარტიების. მე პირადად დავიღალე. იმიტომ, რომ მოქალაქეს ველაპარაკები და ის მეუბნება: „ბატონო გრიგოლ, ხმას მოგცემთ, მაგრამ ამ ხმას დაიცავთ?” გამოდის, რომ ამ ხალხს მე პირადად ვატყუებ 2017 წლიდან“.

გრიგოლ ვაშაძე – ენმ-ის თავმჯომარე

„რუსთავი2-ის“ ეთერი

ცნობისთვის “ნაციონალრ მოძრაობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ პარტიებს მიმართა, რომ პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

შემდეგ, მის განცხადებაზე ვაშაძემ დამატებით განმარტება გააკეთა.

შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

იტვირთბა....