“საქმის მასალებში სამი ან მეტი ტომია გრიფით “საიდუმლო”, მივმართეთ პროკურატურას შუამდგომლობით, მაგრამ დღემდე ველოდებით პასუხს. გვსურს გავეცნოთ ამ ინფორმაციას. სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაცია არის და რა მოიკვლიეს ჩემთვის უცნობია. ველოდებით ინფორმაციას “ვილა ალგეთში” აღმოჩენილ საეჭვო ნივთებთან დაკავშირებით, მწერებთან და აღმოჩენილ სისხლის წვეთებთან დაკავშირებით.”
მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
“report.ge”4
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.