სომხეთის პრემიერ- მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მან ხელი მოაწერა დოკუმენტს არა ტერიტორიების ჩაბარების, არამედ მათი შენარჩუნების შესახებ.
აღნიშნულ განცხადებას ფაშინიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„ყველაზე დიდი ბრალი, რასაც მე მიყენებენ ცნობილი დოკუმენტია, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამი რეგიონის – აღდამის, ლაჩინისა და ქელბაჯარის გადაცემაზე დავთანხმდი. ეს ეპიზოდი ტერიტორიების ჩაბარებას არ ნიშნავს, არამედ მათ გადარჩენას, რადგან დოკუმენტს ხელი იმ დროს მოეწერა, როდესაც შუშა უკვე დაცემული იყო, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა კი მაცნობა, რომ რესურსები, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ პრობლემურ მდგომარეობაში იყო. რა პერსპექტივები გაჩნდებოდა იმ ეტაპზე თუკი დოკუმენტს ხელს არ მოვაწერდით? სინამდვილეში, ამ დოკუმენტმა მოგვცა ის, რასაც სამხედრო და არასამხედრო შეფასებების თანახმად, ამ მდგომარეობაში ვერ შევინარჩუნებთ,” – განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.
როგორც ჰაჯიევი აცხადებს, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში საფრანგეთს არანაირი წვლილი არ შეუტანია.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანამხადაც თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.
მოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს.