ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინაში 52,1% მიხეილ სააკაშვილს „საერთოდ არ ენდობა,” 1,7% “სრულ ნდობას” უცხადებს”

უკრაინაში „რაზმუკოვის ცენტრმა“ მასშტაბური კვლევა ჩაატარა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საზოგადოების განწყობებს ასახავს და ასევე ავლენს პოლიტიკოსების ნდობის რეიტინგს.

„რაზუმკოვის ცენტრის“ სოციოლოგიური სამსახურის მიერ ეს კვლევა 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპოდენტების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ჩატარდა. კვლევამ, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად შეისწავლა უკრაინის მოსახლეობის ნდობის მაჩვენებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართაც, რომელიც ამჟამად ზელენსკის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციულ საბჭოს ხელმძღვანელობს.

სანამ შედეგებს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ უკრაინული „რაზმუკოვის ცენტრი“ პენსილვანიის 2015 წლის რეიტინგის თანახმად, შედის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ანალიტიკური ცენტრების ხუთეულში.

რაც შეეხება მის მიერ ჩატარებულ კვლევაში მიხეილ სააკაშვილის ნდობის მაჩვენებელს, კვლევის მიხედვით, უკრაინის მოსახლეობის 52,1% მიხეილ სააკაშვილს „საერთოდ არ ენდობა“, 27,5% ამბობს, რომ „უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა“, 8,5% „უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა“, და მხოლოდ 1,7% ამბობს, რომ „სრულად ენდობდა“. გამოკითხულთა 2,2% მიხეილ სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს საერთოდ არ იცნობს.

აღნიშნული კვლევით, პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი უარყოფითი ბალანსი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აქვს.

სრული რეიტინგი კი ასეთია:

წყარო: “პრაიმტაიმი.”

იტვირთბა....