“ალბათ, საფრანგეთი ამ საკითხში რუსეთის როლზე ეჭვიანობს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა ამ დოკუმენტზე ყველაფერს ამბობს. ახლა საფრანგეთი ცდილობს იმაზე მეტად სომეხი იყოს, ვიდრე თავად სომხები არიან. საფრანგეთს არა აქვს უფლებამოსილება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების სახელით ისაუბროს.”
ჰიკმეთ ჰაჯიევი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე
როგორც ჰაჯიევი აცხადებს, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში საფრანგეთს არანაირი წვლილი არ შეუტანია.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანამხადაც თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.
მოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს.