აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, Pfizer-ის მიერ შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიერ შემოწმების გავლის შემთხვევაში, ის, შესაძლოა, ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გახდეს.
აღნიშნულ ინფორმაციას СNN ავრცელებს.
“თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ხალხისთვის ხელმისაწვდომი რაოდენობა, შესაძლოა, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გვქონდეს, ალბათ უფრო დეკემბერში. ძალიან სავარაუდოა, რომ ვაქცინა ხალხისთვის მასობრივად ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე იქნება. ეს კარგი ამბავია”, – განაცხადა ფაუჩიმ.
ცნობისთვის, კომპანია Pfizer აცხადებს, რომ მისი ვაქცინა 90%-ით ეფექტურია.