ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

(ვიდეო) “ფაშინიანი გამყიდველი” – დაძაბულობა აქციაზე და დაკავებები ერევანში

სომხეთის დედაქალაქში დაძაბულობაა. ათასობით ადამიანი შეიკრიბა ერევანში, თავისუფლების მოედანზე პრემიერ ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე.

ტელეკომპანია “დოჟდის” ინფორმაციით, 17 ოპოზიციური პარტიის ლიდერი და მათი მხარდამჭერები აპროტესტებენ რუსეთის, თურქეთისა და სომხეთის ლიდერების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

“ფაშინიანი გამყიდველი” – ასეთ ლოზუნგებს სკანდირებენ აქციის მონაწილეები, რომელთა შორის უკვე დააკავეს 10-ზე მეტი აქტივისტი. სამართალდამცველები და სპეციალური დანიშნულების სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები თავისუფლების მოედანზე მრავლად არიან. ინფორმაციას ადგილიდან “დოჟდის” რეპორტიორი ავრცელებს.

მანამდე, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და ფაშინიანთან შეხვედრა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს.

ამავე შეთანხმების თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.

მოგვიანებით, ფაშინიანმა სომხეთის მოქალაქეებს მიმართა.

იტვირთბა....