საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრას დაესწრება. შეხვედრას ასევე დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ქართულმა მხარემ თავისი ანგარიში უნდა წარმოადგინოს. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების საკითხები და ასევე , ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის პროცესი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროკომისიის წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.