მთავარი ციტატა

“ეს არის პერსონალური პოზიცია, რაც ასევე გასათვალისწინებელია”- კორძაია ვაშაძის განცხადებაზე

“ეს არის პერსონალური პოზიცია,რაც ასევე გასათვალისწინებელია, მაგრამ ყველაზე მეტად გასათვალსიწინებელია ხელისუფლებისათვის. ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე აპროტესტებს, რაც გააკეტა “ოცნებამ”, ეს პროტესტი გაგრძელდება და მშვიდობიანი იქნება. ვაშაძემ ხელისუფლებას მისცა შანსი, რომ მოვიდეს მოლაპარაკებაზე.”

თამარ კორძაია – რესპუბლიკური პარტიის წევრი

“დღის ამბები”

ცნობისთვის “ნაციონალრ მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.

მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

იტვირთბა....