ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არის თუ არა “გაზპრომი” საშიში საქართველოსთვის?

აშშ-ს ელჩმა  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში, ქვეყანაში აქტუალურ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მათ შორის, იგი შეეხო საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხებს და განაცხადა, რომ საქართველო  არის ნათელი შუქი მედიის თავისუფლების, პლურალიზმის მიმართულოებით.

“საქართველოში ორ თვეზე ნაკლებია, რაც ვიმყოფები. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო გახლავთ ნათელი შუქი მედიის თავისუფლების, პლურალიზმის თვალსაზრისით, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. რეალური ნაბიჯები გადაიდგა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, გადაწყვეტილებები კი – მიუკერძოებელი.
ჩემი ყოფილი უფროსი, ჰილარი კლინტონი, ამბობდა და დღესაც ამბობს – დემოკრატია არ არის მიზანი, დემოკრატია პროცესია… მნიშვნელოვანია დემოკრატიის ქვაკუთხედების ბოლომდე შენარჩუნება და განვითარება”, – განაცხადა იან კელიმ.

აშშ-ს ელჩმა  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ჩანაწერების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომამ ამაზრზენი დანაშაულის გამოვინც უნდა იყოს, ყველა პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

“პირადად, არ მინახავს (სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ჩანაწერები), მაგრამ მსმენია ამ კადრების შესახებ. ვიცი მათი შინაარსი და ვინც უნდა იყოს, აუცილებლად ყველა პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული ამ ამაზრზენი დანაშაულის გამო. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო, როდესაც აბუ-გრეიბის ციხის მოვლენები გახმაურდა (ჟურნალისტებმა ამერიკელი სამხედროები აბუ-გრეიბ­ის ციხეში ერაყელი პატიმრების წამებაში ამხილეს). მაშინ, ერთ-ერთ საელჩოში პრეს-სპიკერი ვიყავი. მისვამდნენ კითხვებს და არ შემეძლო სხვა რამის თქმა, გარდა იმისა, რომ გამომეთქვა იმედი – დამნაშავე აუცილებლად მიეცემოდა პასუხისგებაში და იქნებოდა სათანადოდ გასამართლებული ამ საშინელი დანაშაულის გამო”, – განაცხადა კელმა.

იან კელიმ ასევე 2007 წლის ტელეკომპანია იმედის დარბევის ფაქტი გაიხსენა:

“2007 წლის ნოემბერში ევროპულ საქმეთა ბიუროში ვმუშაობდი და რუსულ მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. ძალიან კარგად მახსოვს, ჩემი ხელმძღვანელი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენ ფრიდი როგორი შეშფოთებული იყო “იმედში” განვითარებული მოვლენების გამო. იმ პერიოდში როგორც ღია, ისე დახურულ შეხვედრებზე, დაუღალავად ვაფიქსირებდით ჩვენს მკაცრ კრიტიკასა და დამოკიდებულებას ამ პროცესისადმი… ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა და ძალადობისკენ მოწოდება, ვგულისხმობ გავრცელებულ ჩანაწერებში გახმოვანებულ მოწოდებებს ძალადობაზე” – განაცხადა კელიმ.

აშშ-ს ელჩი ვიზა-ლიბერალიზაციის პროცეს შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს დაუფასდება ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები,:

“ჩვენ არა ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ვიმედოვნებ, საქართველოს დაუფასდება ის ნაბიჯები, რაც მან გადადგა ვიზა-ლიბერალიზაციისთვის. ჩვენ ნამდვილად ვატყობინებთ ბრიუსელს, რომ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს.- აღნიშნა კელიმ.

იან კელიმ “გაზპრომის” თემასაც ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველყოსსოკარსათუ გაზპრომთან მისი ურთიერთობების გამჭვირვალობა.

“საქართველოს არ უნდა მიადგეს ზი­ანი და არ უნდა მიეცეს საშუალება ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს, რომ ხელში ჩაიგდოს ბერკეტი საქართველოს ენერგო­უსაფრთხოებაზე ზემოქმედებისთვის. ამ მხრივ საქართველოს მთავრობა ცდილობს წყაროების დივერსიფიცირებას. როდესაც ვხედავთ საზოგადოებისა თუ ოპოზიციის შეშფოთებას, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს “სოკარსა” თუ “გაზპრომთან” მისი ურთიერთობების გამჭვირვალობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ცენტრალური აზიიდან ევროპამდე სახელმწიფ­ოების უსაფრთხოებას გულისხმობს და მას ზიანი არ უნდა მიადგეს. რაც შეეხება ”გაზ­პრომისგან” მიღებული გაზის მოცულობ­ას, როგორც ვიცით, არ არის იმ რაოდენო­ბის, რომელიც შეიძლება რაიმე ზიანის მომტანი გახდეს.” – განაცხადა კელიმ.

იტვირთბა....