ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

აქციაზე ვითარება დაიძაბა: “სირცხვილიას” კიდევ ორი აქტივისტი დააკავეს

ამ წუთებში სავარაუდოდ, მოძრაობა “სირცხვლიას” კიდევ ორი აქტივისტი, ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე დააკავეს.

მანამდე, “სირცხვილიას” ერთ-ერთი წევრი ლექსო მაჭავარიანი დააკავეს. ამას წინ უძღოდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება. მარიამ დოლიძის განცხადებით, პარლამენტთან შეშის მიტანა სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ამ წუთებში, პარლამენტის წინ, ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

ამასთან, დღეს ამოქმედდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, საღამოს 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება და ჯარიმით ისჯება.

იტვირთბა....