,,გეგმა არის ძალიან საინტერესო, იმ თვალსაზრისით, რომ სწორი, აწონ-დაწონილი გეგმაა და აგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ მოიპოვოს ხელახალი არჩევნები.”
ნინო ბურჯანაძე – “ერთიანი საქართველოს” ლიდერი.
ამის შესახებ მან ოპოზიციის შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისათვის, დღეს “ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიები შეიკრიბნენ და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, რომელსაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააჟღერებენ.