ოპოზიციის ლიდერებმა და აქტივისტებმა რუსთაველზე, პარლამენტის წინ აქცია კვლავ გამართეს.
მათი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს თამარ ჟვანია და მისი ადმინისტრაცია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციის პირობებში და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები – გიორგი რურუა, ივერ მელავშვილი და ნატალია ილიჩოვა.
როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ისინი აქტივისტებს კომენდანტის საათის დროს პარლამენტთან დგომისკენ არ მოუწოდებენ.
ასევე, დღეს “ლელოს” ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების შეკრების შედეგად, ლიდერებმა სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს და ამ ეტაპისთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი დაშლას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ და “ბრძოლა გრძელდება.”
იხილეთ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადება.
შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.
მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.
ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.