aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ხელისუფლებას მინდა მივმართო, ხალხთან ჭიდილი არცერთ ხელისუფლებას არ გასვლია” – დეკანოიძე

“არავინ არ აპირებს უკან დახევას და ეს უნდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა. გავაგონოთ ჩვენი ხმა და ყველამ იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება მშვიდობიანი ხელახალი არჩევნები. ხელისუფლებას მინდა მივმართო, ხალხთან ჭიდილი არცერთ ხელისუფლებას არ გასვლია.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი

ამის შესახებ დეკანოიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოპოზიციის ლიდერებმა და აქტივისტებმა რუსთაველზე, პარლამენტის წინ აქცია კვლავ გამართეს.

შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს  ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით  ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

იტვირთბა....