ახალი ამბები

“წინასწარი კვლევით, გერმანული და ამერიკული მწარმოებლების მიერ შექმნილი ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსისგან 90%-ით იცავს” – BBC

წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ კორონავირუსის პირველ ვაქცინას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია, ვაქცინა 6 ქვეყანაში, 43 500 ადამიანზე უკვე გამოსცადეს – ამის შესახებ BBC ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

საუბარია გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე. BioNTech-ისა და Pfizer-ის განცხადებით, 9 ნოემბერი მეცნიერებისა და კაცობრიობისათვის უდიდესი დღეა.

არსებული ინფორმაციით, კომპანიები გეგმავენ, რომ თვის ბოლოსთვის გააკეთონ განაცხადი ვაქცინის დაუყოვნებლივ დასამტკიცებლად.

იტვირთბა....