ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სად უნდა დარეკოთ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვის მისაღებად

საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეებს გადაუდებელი საქმის შემთხვევაში 22:00 საათის შემდეგ ერთჯერადი საშვის მიღება შეეძლებათ.

მისივე განცხადებით, 10 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვის მიღება 1441-ზე დარეკვის შემთხვევაში შეეძლებათ.

„გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვის მიღება 1441-ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს 18:00 საათიდან. დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დავიცავთ წესებს“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

იტვირთბა....