მთავარი ციტატა

“ივანიშვილს აქვს ერთადერთი შანსი-დაემორჩილოს ხალხის მოთხოვნებს” – სალომე სამადაშვილი

“ასეთი გამწარებული ხალხი არ ახსოვს ამ ქვეყანას. ეს არის ფაქტი. ამ ხალხს ვეღარავინ შეაჩერებს, ვერანაირი წყლის ჭავლი და რეზინის ტყვია. ივანიშვილს აქვს ერთადერთი შანსი-დაემორჩილოს ხალხის მოთხოვნებს და ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს განმეორებითი არჩევნებით.”

სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს  ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით  ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

იტვირთბა....