ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასწრაფო დახმარების თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო 10 000-მდე ლარით დაეხმარება

ჯანდაცვის მინისტრის 6 ნოემბრის ბრძანების მიხედვით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახს ან მემკვიდრეს ერთჯერადი ფულადი დახმარება – არაუმეტეს 10 000 ლარი გადაეცემა.

ხოლო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში გასაცემი თანხის ოდენობა არაუმეტეს 5 000 ლარით განისაზღვრა.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმი გარდაიცვალა. დაღუპულები ბაღდათის და ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იყვნენ.

იტვირთბა....