ექვსი კამერა ისე გაფუჭდა, რომ ვერც კეთდება. ისედაც კამერების დეფიციტი გვქონდა – ამის შესახებ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
მისივე თქმით, ერთ-ერთ ოპერატორს თვალზე ოპერაცია დასჭირდა.
“ჩვენს ოპერატორს ოპერაცია დასჭირდა თვალზე, დაბედნიეროდ ბადურა არ დაზიანებულა.
ექვსი კამერა ისე გაფუჭდა, რომ ვერც კეთდება. ისედაც კამერების დეფიციტი გვქონდა, პრაქტიკულად ნახევარი აღარ გვაქვს. დამიზნებით ხდებოდა წყლის ჭავლის ტყორცნა იქ, სადაც იდგა მედია”, – წერს მელაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.
მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.
ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.