“ლიდერები ხალხთან ერთად მოდიოდნენ ფეხით,ჩვენ ცოტა ადრე მივედით მანქანით და პირველი დარბევის დროს ასი კაცი ვიყავით სულ.ყველა ლიდერი მოვიდა და ყველა ლიდერი იყო ბოლომდე.ქოცებმა მიხედოთ ფერდაკარგულ კობახიძეს!”
ელისო კილაძე – “ქრონიკა +” -ის რედაქტორი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.
მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.
ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.