“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მომხარი დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის, ეს თავისუფლებისთვის ბრძოლაა, რომელსაც არ დათმობენ. მისივე თქმით, გავრილოვის ღამე არ დასრულებულა და ახლაც გრძელდება.
„ყველა უნდა მოვიდეთ, ეს არის პასუხი. გავრილოვის ღამე ამ ქვეყანაში არ დასრულებულა, გავრილოვის ღამე ამ ქვეყანაში გრძელდება. ისევ კობახიძე, ისევ ანზორ ჩუბიძინე, ისევ გახარია, ისევ ივანიშვილი, ანუ მათი კოლექტიური სახელები – გავრილოვები. ეს ბრძოლაა. ეს ბრძოლა 20 ივნისის ბრძოლაა. ხალხს სურვილი აქვს ხელისუფლება შეცვალოს, ცვლის და საბოლოოდ სხვა რამეს წერენ, ამას ვინ შეეგუება?” – განაცხადა ნიკა მელიამ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ღობის გარღვევას ცდილობენ. ისინი პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, სამართალდამცველები კი ხალხის წინააღმდეგ ძალას და წყლის ჭავლს იყენებენ.
ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.