“ასეთი განცხადებები იწვევს რევოლუციებს და სხვას ნუღარ დააბრალებენ მერე… მშვიდობიანი რევოლუცია, – როდესაც ეს მოხდება, შემდეგ თქვენ თავს დააბრალეთ. თვითონ ამზადებს ნებისმიერი ხელისუფლება რევოლუციურ პროცესს და შემდეგ თვითონ ხდება ამის მსხვერპლი.”
შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლდერი.
ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.
ცნობისათვის, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა , რომ ქარველი ხალხი იწონებს ამ არჩევნების შედეგებს და ამას აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა ცხადყოფს.
ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.