ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები მიემართებიან, სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა. – ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერნეტპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც აღნიშნული გამოცემის კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილზე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმი, ასევე ცესკოს შენობასთან განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ ცესკოსთან შესასვლელი ორივე გზა. ერთ მხარეს თავად სამართალდამცველები დგანან, ხოლო მეორე მხარეს აღმართულია რკინის ჯებირები.

ოპოზიციური პარტიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები ცესკოსთან გადაინაცვლებენ, სადაც მათივე განცხადებით, „დღეიდან ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა“.

ცნობისთვის, ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

ადგილზე მუშაობს “მეტრონომის ” რეპორტიორი, რომელიც ოპერატიულ რეჟიმში გვაწვდის ინფორმაციას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის შესახებ.

იტვირთბა....