ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქალბატონი თინა ბოკუჩავა დაგვიკავშირდა მე და არჩილ თალაკვაძეს” – კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას მოწოდების საპასუხოდ განცხადება გააკეთა:

“საზოგადოებას რომ ვუთხრათ სრული სიმართლე. ქალბატონი თინა ბოკუჩავა გვიკავშირდებოდა მე და არჩილ თალაკვაძეს, მას ვუპასუხეთ, როგორც პარლამენტის წევრს. მან გამოთქვა შეხვედრის სურვილი, ჩვენ ვკითხეთ, თუ რა იყო შეხვედრის მიზანი, რა ფორმატი წარმოადგინეს და ა.შ. დავაზუსტეთ ეს დეტალები და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მან მოგვაწოდა. ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ სურვილი, რომ გარკვეული შეხვედრა დააორგანიზონ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით და ჩვენ მათ ანგარიშს ვუწევთ. ჩვენი პოზიცია ეს იყო. თუ იქნება ასეთი ინტერესი, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გავუწევთ ანგარიშს და გვექნება ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ამაზე ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ პასუხი“ – განაცხადა კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ცნობისთვის, ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

იტვირთბა....