“მოქმედების დროც არის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება აღსრულება. ხალხი იქნება სულ გარეთ, ყველა ქალაქსა და რეგიონში. უნდა გადავინაცვლოთ, წავიდეთ და დავრჩეთ იქ, “კომენდანტის საათი” დავუწესოთ ცესკოს შენობას. იქ ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა.”
ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი..
ამის შესახებ მან დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ. ოპოზიციამ მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას დრო 20:00 საათამდე მისცა.