რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ წუთებში ცესკო-ს შენობისკენ მიემართებიან. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, არჩევნების ჩანიშვნამდე შენობიდან ვერავინ გამოვა.
ცნობისთვის, ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.
ადგილზე მუშაობს “მეტრონომის ” რეპორტიორი, რომელიც ოპერატიულ რეჟიმში გვაწვდის ინფორმაციას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის შესახებ.
ფოტო: “მეტრონომი”