ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თამარ ჟვანიამ ცესკოს შენობა დატოვა

“TV პირველის” ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ცესკოს შენობა დატოვა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ულტიმატუმი ამოიწურა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.  

 

იტვირთბა....