ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“აერო გადაღების კამერა ჩამოვარდა და მოქალაქეს თავზე დაეცა” – მოულოდნელი ინციდენტი აქციაზე

პარლამენტის მიმდებარედ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აერო გადაღების კამერა ჩამოვარდა და აქციაზე მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს თავზე დაეცა.

ახალგაზრდა მამაკაცმა თავის არეში დაზიანებები მიიღო, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, არა სერიოზული. ის სასწაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, აერო გადაღების კამერა ხეს მოედო, რის შემდეგაც ის ჩამოვარდა და მოქალაქეს დაეცა თავზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

ადგილზე მუშაობს მეტრონომის რეპორტიორი, რომელიც ოპერატიულ რეჟიმში გვაწვდის ინფორმაციას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის შესახებ.

იტვირთბა....