ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ფეხებზე მკიდია კორონა, საქართველოს და მის მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გაუმარჯოს“ – “ნაცმოძრაობის წევრი”

“გავდივართ კონსტიტუციური სივრციდან და ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას,” – ამის შესახებ ბათუმში გამართულ აქციაზე “ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ჯელალ ქიქავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მას კორონავირუსი ფეხებზე ჰკიდია.

„ჩვენ ველოდებით 20:00 საათს, თუ მანამდე პასუხი არ გვექნება გადავალთ დაუმორჩილებლობაზე. ჩვენ არ ვემორჩილებით ამ ხელისუფლებას, არ გვაინტერესებს კანონი, გავდივართ კონსტიტუციური სივრციდან და ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას. ფეხებზე მკიდია კორონა, საქართველოს და მის მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გაუმარჯოს“, – განაცხადა ჯელალ ქიქავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

იტვირთბა....