ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გარეჯი საქართველოა, მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველო – თქვენ ხართ იუმორინა, შავი ჭირი” – გიგი უგულავა

“გარეჯი საქართველოა, მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველო – თქვენ ხართ იუმორინა, თქვენ ხართ შავი ჭირი,” – ამის შესახებ  “ევროპული საქართველოს” ერთ -ერთმა ლოდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“რაც არ უნდა კოსმოსში ააფრინოთ დრონები, ხალხს მაინც ვერ დამალავთ. ქართველების ხმა არ დააძინებს ივანიშვილს! ბიძინა წასულია, ხალხი აღდგა! ჩვენ არჩევნებამდე ყველას ერთმანეთთან გვქონდა კონკურენცია და ეს ნორმალურია, მაგრამ როცა არჩევანს მოგპარავენ, ჩვენი ვალდებულება ხდება, რომ ყველა პოლიტიკოსმა ერთად დავანახოთ საზოგადოებას რანი ვართ ჩვენ – ჩვენი პარტიების მიღმა, რადგან ეს ბრძოლა აღარ არის პარტიული ბრძოლა. ეს არის ხალხის ბრძოლა, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება! უნდა ვიცოდეთ, რამხელა ნაძირლებთან გვაქვს საქმე – იმისთვის, რომ პროპაგანდისტული არხების ეთერზე დაეწერათ “გარეჯი საქართველოა”, 2 ადამიანი დააკავეს. გარეჯი საქართველოა, მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველო – თქვენ ხართ იუმორინა, თქვენ ხართ შავი ჭირი, რომელსაც ჩამოირეცხავს ქართველი ხალხი! მე მინდა ყველა პოლიტპატიმარი გავამხნევო აქედან – მალე გათავისუფლდებით, არ შეშინდეთ. ჩვენ ვართ ვარდების რევოლუციის თაობა, რომელიც სიყალბეს არ მიიღებს არასდროს. ოპოზიციის ერთობა ახლა უმნიშვნელოვანესია”. – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ. 

იტვირთბა....