ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“წამზომი ჩართულია და ივანიშვილს 20:00 საათამდე აქვს დრო” – ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართა

პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართავენ. – აღნიშნული მოთხოვნა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ გააჟღერა.

ხოშტარიას განცხადებით, წამზომი ჩართულია და “ივანიშვილს 20:00 საათამდე აქვს დრო”.

  • ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
  • გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები სამართლინი წესით დაკომპლექტდეს.
  • გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. ჩვენ, ოპოზიციური ძალები მივიჩნევთ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, რადგან არ ასახავს ხალხის ნებას. ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე. პოზიცია სრულად გაიზიარა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც შევიდა და ვერ შევიდა ცესკო-ს გაყალბებული ციფრებით პარლამენტში. დაფიქსირდა უპრეცენდენტო ოპოზიციური ერთიანობა.

ჩვენ აქ შეკრებილი ადამიანები ვითხოვთ: პირველი – ხელახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს არჩევნები ვერ იქნება მიახლოებულიც კი თავისუფალთან, თუ არ შესრულდება მეორე მოთხოვნა – თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით. ბოლოს – ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული.

წამზომი ჩართულია და ივანიშვილს დრო აქვს 8:00 საათამდე , რომ გამოვიდეს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებზე ელაპარაკოს ხალხს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაწყვიტოს რა უნდა – წავა თავისით თუ მაინც მოუწევს წასვლა, რადგან ამ ძალას ვერავინ დაუპირისპირედება“, – განაცხადა ხოშტარიამ

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ. 

იტვირთბა....