ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) “აუ, რამდენი ვართ, ბევრნი ვართ” – თაკო ჩარკვიანი აქცის მონაწილებს მიმართავს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის მხარდამჭერებს “სტრატეგია ღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მიმართა.

“ბევრი ვერ მოვიდა. ბევრი ფინანსების გამოც ვერ მოვიდა. ქვეყანაში მძიმე ვითარებაა. ამ კაცმა წაიღო ყველაფერი. იყიდა და ჯიბეში ჩაიდო მთელი საქართველო – არ გავატანოთ, არა! კარგად დაგეგმილი სტრატეგიით, აღმშენებლობით, სწორი გეგმით – ისეთით როგორიც ჩვენს მეფეებს, მთავარსარდლებს, რიგითებს სჩვევიათ, სწორად დასახული ერთობით ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ერთი ციდა ქვეყანა არავის თუმანზე არ იყიდება! არავის ეგონოს, რომ აქცია ორთქლს გამოუშვებს და მერე დავუშლებით. მინდა ვუთხრა თავხედ რუს ფეოდალს, ოლიგარქს, რომ მისი დრო დასრულებულია!“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ადგილზე “მეტრონომის ჟურნალისტი მუშაობს, რომელიც ვიდეომასალას გვაწვდის.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....