ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ივანიშვილმა ხალხის სიმრავალესა და ბრაზს თვალი უნდა გაუსწოროს” – გიგი უგულავა

“რუსთაველის გამზირზე ადგილი აქვს გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ადამიანების პროტესტს, რომელიც ივანიშვილისგან თავისუფალი არჩევანის დაბრუნებას ითხოვს,” – აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ხალხი ბევრს ითმენდა იმ იმედითა და მოლოდინით, რომ არჩევნები ჩატარდებოდა და თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეგვეძლებოდა. დღეს ეს თავისუფალი არჩევანი წართმეული და ფეხქვეშ გათელილია. დღეს რუსთაველზე ყველა პოლიტიკური გემოვნების, ყველა ფერის საქართველო დგას ერთადერთი მოთხოვნით – არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ადამიანის არჩევნებზე წასვლას აზრი არ ექნება, სულ სხვა სივრცეში გადავალთ. ცვლილებების სურვილი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნაა. თუ ამას სახელმწიფო ჩაკეტავს, ცვლილებები სურვილი არსად გაქრება, პირიქით, უფრო გამძაფრდება და უფრო მეტად აგრესიული გახდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, რუსთაველზე “ნაცმოძრაობის” მხარდამჭეებმა მსვლელობა უკვე დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ. 

იტვირთბა....