ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რუსთაველზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა მსვლელობა დაიწყეს

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს. ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

ოპოზიციური ლიდერების განცხადებით,  მხარდამჭერები დღეს, თბილისში, სხვადასხვა ადგილას შეიკრიბებიან, საიდანაც ისინი მსვლელობით პარლამენტის წინ მივლენ და აქციას შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ  ოპოზიცია  პარლამენტის წინ  საპროტესტო აქციას 15:00-ზე იწყებს. ოპოზიცია მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. 

იტვირთბა....