ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“აქცენტი საუბრის შინაარსზე გავაკეთოთ და არა ამ ინფორმაციის მოპოვების წყაროზე” – კობახიძე გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე

ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ ლიდერებთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ ამ ადამიანებს სახელმწიფო უწყება უსმენს, რა თქმა უნდა, პრობლემაა.

მისივე განმარტებით, აქცენტი საუბრის შინაარსზე უნდა გავაკეთოთ და არა ამ ინფორმაციის მოპოვების წყაროზე.

“მთავარი, რაც საზოგადოებამ გაიგო არის ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად ყალბი ოპოზიციური ძალა – ფიქრობენ ერთ რამეს და გარეთ მეორეს ლაპარაკობენ. კონკრეტულად სალომე სამადაშვილი ამბობდა, რომ თითქოს “ქართული ოცნება“ პრორუსული, რუსული საქმის განმახორციელებელი პოლიტიკური ძალა იყო. მეგობართან, კოლეგასთან პირად საუბარში ამბობს, რომ ყველაფერი საპირისპიროდ ყოფილა. მოდით, ნუ გადაიტანენ აქედან აქცენტს – რეალურად, ფიქრობენ, რომ ჩვენ ვართ პროდასავლური ძალა, ხოლო გარეთ ლაპარაკობენ, რომ ვართ პრორუსული ძალა. არ ვიცი, ვინ ვის მოუსმინა. არის გარკვეული ფარული ჩანაწერი, რომელიც ცხადყოფს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად ყალბი პოლიტიკური ძალა, ყალბი ადამიანებით დაკომპლექტებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 6 ნოემბერეს  “TV იმედმა” გაავრცელა, ფარული ჩანაწერები, რომელიც გუბაზ სანიკიძეს და სალომე სამადაშვილს ეკუთვნოდა.

იტვირთბა....