ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, მიწისქვეშა პარკინგზე ხანძარი გაჩნდა – შსს

თბილისში, გრიგოლ ორბელიანის მოედანზე, მიწისქვეშა პარკინგზე, სადენებში ე.წ. მოკლე ჩართვა მოხდა, რის გამოც ძლიერი დაკვამლიანება იყო.

შსს-ს განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სალიკვიდაციიო სამუშაოები მიმდინარეობს.

იტვირთბა....