ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ასიდან ასი ადამიანი გეტყვით, რომ მას ხმა მოპარეს” – ზაალ უდუმაშვილი ხალხს აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებს

“ზედმეტი თქმაც არ სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის, თუ რატომ უნდა გამოვიდნენ ისინი დღეს 3 საათზე რუსთაველზე. ნებისმიერი ადამიანი დღეს რომ ქუჩაში გააჩეროთ, ასიდან ასი გეტყვით, რომ მას მოპარეს ხმა, რომ ეს არჩევნები გააყალბეს, რომ ეს იყო ყაჩაღობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ… იყაჩაღა ხელისუფლებამ 31 ოქტომბერს და მიიტაცა ქართველი ხალხის ხმები – ამაზე სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს. ძალიან ბევრი ხალხი მოვა და ეს იქნება ის ძალა, რომელიც აიძულებს ივანიშვილს, რომ დიახაც, ჩატარდება ხელახალი არჩევნები ახალი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციით, იმ ადმინისტრაციით, რომელსაც ლეგიტიმაციას მისცემს ქართველი ხალხი”.

ზაალ უდუმაშვილი – ენმ-ს  ერთ-ერთი ლიდერი

 ამის შესახებ მან ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან  დაკავშირებით განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია 3 საათზე აქციას მართავს. 

იტვირთბა....