ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„დღეს, თქვენ წყვეტთ, ხდებით თუ არა ერთ-ერთი მონაწილე ვირუსის გადაცემათა გრძელ ჯაჭვში!” – ქართველი ექიმის მიმართვა აქციის მონაწილეებს

ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ანი ქავთარაძე იმ მოქალაქებს მიმართვას ვინ დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მიდის. ექიმი ოპოზიცის მხარდამჭერებს რამოდენიმე რჩევას სოციალური ქსელის საშუალებით აძლევს.

როგორც ექიმი “ფეისბუქ” მიმართვაში აღნიშნავს, აქციის თითოეული მონაწილე აგებს პასუხს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების ჯანმრთელობაზე.

„მათ გასაგებად, ვინც აქციაზე მიდის:

გამოიყენეთ ნიღაბი(წესის დაცვით!!)

გამოიყენეთ საიზოლაციაო ფარი(მხოლოდ ფარის გამოყენება არ ანაცვლებს ნიღბის გამოყენებას!!)

დაიცავით დისტანცია!!!

ხელები ხშირად დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით!

გაითვალისწინეთ:

დღეს, პასუხს აგებთ არამხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე!!!

დღეს, გვაქვს სამედიცინო სისტემის კოლაფსი!

დღეს, თქვენ წყვეტთ, ხდებით თუ არა ერთერთი მონაწილე ვირუსის გადაცემათა გრძელ ჯაჭვში!!!

დღეს თქვენ წყვეტთ, გაზრდით თუ არა მოთხოვნას ჰოსპიტალურ სექტორზე!

და კი, ხმები არ უნდა მოგვპარონ! მაგრამ!!! ადამიანების სიცოცხლე უზენაესია და ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარს და სხვისას!”-წერს ანი ქავთარაძე სოციალიურ ქსელში.

იტვირთბა....