საფრანგეთში, ქალქ სტრასბურგთან ახლოს ჩქაროსნული მატარებლი ლიანდაგიდან გადავიდა და არხში ჩავარდა. გადავარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მატარებელი საცდელ რეისს ასრულებდა და გარდაცვლილები კომპანიის ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან.
სულ მატარებელში 49 ადამიანი იყო.
დაშავებულები საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა უკვე მოინახულა შემთხვევის ადგილი.