ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას გამართავს

დღეს, პალამენტის წინ ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. ოპოზიცია 31 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებენ.

ამასთან, ოპოზიციის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. სადაც ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე თითოეული მათგანი უარს ამბობს.

ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბება, საიდანაც ისინი მსვლელობით პარლამენტის წინ მივლენ. მანამდე კი, დედაქალაქისკენ რეგიონებიდან ავტოკოლონები დაიძვრება.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია 15.00 საათზე დაიწყება.

იტვირთბა....