მთავარი ციტატა

“რა გაგვიხურეს ამ უაზრო რეგულაციებით?”- ნათია ფანჯიკიძე ახალ შეზღუდვებს აფასებს

„როცა სამოქმედო დრო შეზღუდულია, მაშინ ხომ უფრო იტვირთება ხალხით ქუჩები, იმიტომ რომ ყველას მოსასწრები აქვს 22:00 -მდე ყველა საქმე? ხოდა რა გაგვიხურეს ამ უაზრო რეგულაციებით? აზრიანისთვის მიეხედათ იქნებ, – პერსონალის გადამზადება, ტაქსების ნაწილის სასწრაფოს მანქანებად გადაკეთება, წამლების მარაგზე ზრუნვა და ა.შ.”

ნათია ფანჯიკიძე – ფსიქოლოგი 

 ნათია ფანჯიკიძე სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დაწესებას ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან 22:00 საათიდან 05:00-მდე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება იკრძალება.

ასევე,  ვეცე-პრემიერის დღევანდელი განცხადებით იზღუდება მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაც.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ხვალ, 8 ნოემბერს ოპოზიცია პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიან აქციას მართავს. 

იტვირთბა....