ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ღამის სეირნობა იწვევს კორონას?” – ნათია ფანჯიკიძე მთავრობის მიერ შემოღებულ შეზღუდვებს ეწინაღმდეგება

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დაწესებას ეხმაურება.

“მეტრონომი” ფსიქოლოგის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ღამის სეირნობა იწვევს კორონას? როცა სამოქმედო დრო შეზღუდულია, მაშინ ხომ უფრო იტვირთება ხალხით ქუჩები, იმიტომ რომ ყველას მოსასწრები აქვს 22:00 -მდე ყველა საქმე? ხოდა რა გაგვიხურეს ამ უაზრო რეგულაციებით? აზრიანისთვის მიეხედათ იქნებ, – პერსონალის გადამზადება, ტაქსების ნაწილის სასწრაფოს მანქანებად გადაკეთება, წამლების მარაგზე ზრუნვა და ა.შ.

შეიძლება ჩემით შევზღუდო სეირნობა, არც არსადაა სასეირნო, კაფე არ მუშაობს და რესტორანი თითქმის, მაგრამ პატიმრობაში ყოფნის გრძნობა მაღიზიანებს ძალიან.

პ.ს. ყველაზე ჭკვიანურ არგუმენტს მწერენ, სახლებში ქეიფების საწინააღმდეგოაო, მაგრამ იმ სახლებში ღამეც დარჩებიან, თუ უნდათ და მოქეიფეები დააჯარიმონ, მშვიდობიან ხალხს ნუ გვსვამენ გალიებში.” – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან 22:00 საათიდან 05:00-მდე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება იკრძალება.

ასევე,  ვეცე-პრემიერის დღევანდელი განცხადებით იზღუდება მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაც.

ცნობისთვის, ხვალ, 8 ნოემბერს ოპოზიცია პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავს. 

იტვირთბა....