ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გობეჯიშვილის გარდაცვალებაზე “ოცნების” ბრალდებებს ხატია დეკანოიძე პასუხობს

“ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე “ქართული ოცნების” ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობა ენმ-ს ეკისრება, ეხმიანება.

ხატია დეკანოიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე  ამ ბრალდების გამხმიანებლებს “კობახიძის ადიუტანტები”, ხოლო “ოცნებას” ფსკერი უწოდა.

“რა გჭირთ ხალხო, რა დაგმართნიათ, ნუთუ ელემანტურული მორალი, ადამიანობა არ გაგაჩნიათ? ელემენტარული შინაგანი შეგნება არ გაგაჩნიათ იმის, თუ რა დღეშია ახლა გარდაცვლილის ოჯახი? მივმართავ კობახიძის ადიუტანტებს, თქვენ ხართ ფსკერი, სრულიად ფსკერი, ეს არის წარმოუდგენელი ამორალურობა, რასაც თქვენ აკეთებთ იმ ფონზე, როცა საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედის ხმები გაყალბებულია.

“არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ ქართული ოცნების კიდევ ერთ ამორალურ ფსკერს, კობახიძის ადიუტანტებს უნდა გამოვეხმაურო, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური მანიპულირებისთვის იყენებენ. გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უამრავ ადამიანზე, კომისიის თავმჯდომარეზე, წევრზე, რიგით მოქალაქეზე ზეწოლის შემდეგ, ქართულ ოცნებას ჰყოფნის იმდენი თავხედობა, რომ გამოვიდეს და ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება დაიწყოს. ეს არის განცხადება ფსკერს ქვემოთ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ახალმა სახემ, გიორგი ხელაშვილმა დღეს განაცხადა, თითქოს გარდაცვლილ კომისიის თავმჯდომარეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები რეპრესიებით ემუქრებოდნენ.

იტვირთბა....