ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თუ ვერ შეძლებთ მოსვლას, ფანჯრები გააღეთ, დარაბები გახსენით და ყვავილები შემოგვაგებეთ“ – ნინო ქათამაძე ხალხს ოპოზიციის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

მომღერალი ნინო ქათამაძე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

“მეტრონომი” მომღელსის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ როგორი ცხოვრება გვინდა. შვილების ბედნიერებით განათებული ქვეყანა, ფერადი სახლები, ყვავილებით სავსე ქუჩები, მუსიკით და ლექსებით სავსე საღამოები..თუ, ნაცრისფერი კედლები, უბედური მშობლები, გაძარცვული სახლები, ბნელი ღამეები, მკვდარი ყვავილები.. ხვალ, ჩვენი ფასეულობების ბრძოლის დღეა. თუ ვერ შეძლებთ მოსვლას, ფანჯრები გააღეთ, დარაბები გახსენით, აივნები და ყვავილები შემოგვაგებეთ“, – წერს ნინო ქათამაძე.

შეგახსენებთ, რომ ხვალ 8 ნოემბერს ოპოზიცია პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავს. აღნიშნული აქციით, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. 

იტვირთბა....