ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ინტერნეტში სავარაუდოდ ზვიად კუპრავას აუდიოჩანაწერი ვრცელდება

ჩანაწერში, სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, ზვიად კუპრავას საუბარია ასახული. – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” უკრანულ გამოცემაზე “Obozrevatel.com”-ზე გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, კუპრავა უცხო პირს აძლევს მითითებებს, თუ როგორ შექმნან საზოგადოებაში განწყობა, რომ სხვადასხვა უბნის მონაცემით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს იგებს.

როგორც ჩანაწერში ჩანს, კუპრავას აზრით, იმ შემთხვევაში, თუ მათი პარტია უბანზე არჩევნებს წააგებს, პარტიამ უნდა განავითაროს ნარატივი, თითქოს ხმები გაუყალბეს.

„მიშა რასაც აკეთებდა რა, Facebook-ზე… მუხტი აიწევა, ხალხი მიხვდება, რომ მოვიგეთ. უნდა შექმნა განცდა, რომ მოვიგეთ და თუ იმან დაგიწერა, მოგებული წაგართვეს, რა…“ – ისმის აუდიოჩანაწერში.

აღნიშნული ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის.

იხ: ვიდეო

შეგახსენებთ, რო გუშინ უკრაინულ საიტზე “Obozrevatel.com”-ზე  გამოქვეყნდა კიდევ ერთი ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის და მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას საუბარია ასახული. ჩანაწერში კი საუბარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზეა. 

 

იტვირთბა....