ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) “გინდათ, რომ ზიმბაბვეს და მუგაბეს წარმომადგენლები იყოთ უცხოეთში?” – სააკაშვილი უცხოეთში მოღვაწე ქართველ დიპლომატებს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს მიმართავს და სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

“მეტრონომი” ექსპრეხიდენტის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“მინდა მივმართო, უცხოეთში აკრედიტირებულ დიპლომატებს.

თქვენ ნახეთ, რა მოხდა საქართველოში – ეჭვი აღარ ეპარება არავის, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია!

მაგალითად, ბათუმში არის გაყალბებული 70-80 %-ით, წყალტუბოში, ნანუკა ჟორჟოლიანი სადაც იყრიდა კენჭს გაყალბებულია 50-%-ზე დაახლოებით.

ასეთი მასშტაბის მოპარვა, მე მახსენდება ბოლოს ზიმბამბვეში. თქვენ გინდათ, რომ ზიმბამბვეს და მუგაბეს წარმომადგენლები იყოთ უცხოეთში ?!

თქვენ ხართ ქართველები, თქვენ უნდა წარმოადგინოთ საქართველო… იმედია, ბევრი თქვენგანი იტყვის სიმართლეს და გაემიჯნება ამ უბედურებას!

ივანიშვილს შანსი არ აქვს, რომ ასეთი გაყალბების მასშტაბზე მან შეინარჩუნოს ხელისუფლება – ივანიშვილი არის დ ა მ თ ა ვ რ ე ბ უ ლ ი!..

თითოეული თქვენგანის როლი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ახლა გიხმობთ, არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, არამედ სამშობლო!..

იმედი მაქვს თქვენი პროფესიონალიზმის, თქვენი პატრიოტიზმის, თქვენი სინდისიერების.” – ექსპრეზიდენტი ვიდეო მიმართვაში.

იხ. ვიდეო

იტვირთბა....